თავში

რუსებმა გამაფრთხილეს, არ თქვა ცემის ფაქტიო - რამაზ ბეღელური

რუსებმა გამაფრთხილეს, არ თქვა ცემის ფაქტიო - რამაზ ბეღელური
რუსებმა გამაფრთხილეს, არ თქვა ცემის ფაქტიო - რამაზ ბეღელური

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული რამაზ ბეღელური, რომელიც 1 აპრილს გაათავისუფლეს, პოლიციაში კიდევ ერთხელ გამოკითხეს.

მისი თქმით, გამოკითხვის დროს ეკითხებოდნენ, განხორციელდა თუ არა მის მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფა, რასთან დაკავშირებითაც აქამდე არ განუცხადებია.

"გზა ამერია და იქით მხარეს აღმოვჩნდი, რა დროსაც დამაკავეს, ჯერ ბაზაზე გადამიყვანეს და შემდეგ - ცხინვალის იზოლატორში. გზაში მცემეს, თავში მირტყამდნენ, მეუბნებოდნენ, მეთქვა, თითქოს 2008 წელს ვიბრძოდი. ციხეში უკვე კარგად მექცეოდნენ, თუმცა იქ დამეწყო თავის ტკივილები. ციხეში წამლებსაც მაძლევდნენ. ახლაც მაქვს თავის ტკივილები, რამდენჯერმე გონებაც დავკარგე. გამოკვლევებიც ჩავიტარე, ეს ყველაფერი სწორედ ამ ცემას უკავშირდება. რუსებმა გამაფრთხილეს, არ თქვა ცემის ფაქტიო. გადავწყვიტე, ახლა ეს ყველაფერი მომეყოლა", - განაცხადა გამოკითხვის შემდეგ რამაზ ბეღელურმა.

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის პირველ აპრილს ოკუპირებული ცხინვალიდან დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა რამაზ ბეღელური გაათავისუფლეს

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system