თავში

რუსეთისა და საქართველოს პატრიარქების, კირილესა და ილია მეორეს მიმოწერა გამოქვეყნდა

რუსეთისა და საქართველოს პატრიარქების, კირილესა
რუსეთისა და საქართველოს პატრიარქების, კირილესა და ილია მეორეს მიმოწერა გამოქვეყნდა

საქართველოს საპატრიარქომ რუსეთისა და საქართველოს პატრიარქების, კირილესა და ილია მეორეს მიმოწერა გამოაქვეყნა. წერილებში პატრიარქები საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის ოკუპირებული სამხრეთ ოსეთიდან გათავისუფლების შესახებ წერენ. წერილები 13 და 19 ივლისით თარიღდება.


მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილე (13.07.2021):

„მისი უწმინდესობასა და უნეტარესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს

თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, ღვთივ საყვარელო ძმაო, მივიღე 2021 წლის 24 ივლისით დათარიღებულ თქვენი თხოვნის წერილი საქართველოს მოქალაქე ზაზა გახელაძისთვის შუამდგომლობის თაობაზე, რომელიც სასჯელს იხდის სამხრეთ ოსეთში.

ზ. გახელაძის დაჭერის ცნობილი გარემოების და მისთვის წაყენებული ბრალდების გამო, რომლითაც იგია გასამართლებული (მესაზღვრის სიცოცხლის ხელყოფა), საქმე ნამდვილად არ არის ადვილად გადასაწყვეტი.

მიუხედავად ამისა, ჩემის მხრიდან გადაიდგა ყველა საჭირო ნაბიჯი აღნიშნული საკითხის დადებითად გადაწყვეტისათვის; მათ შორის სათანადო მიმართვაც გაიგზავნა ბატონ ა.ი. ბიბილოვთან.

გვაქვს იმედი, რომ ერთობლივი ძალისხმევით მივიღებთ ისეთ შედეგს, რომელიც შეამსუბუქებს დაკავებულის ხვედრს და ახლობლების მწუხარებას.

ქრისტესმიერი სიყვარულით და თქვენი უწმინდესობის და უნეტარესობის ჯანმრთელად ყოფნის სურვილით“.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე (19.07.2021):

„მის უწმინდესობას, კირილეს, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქს

თქვენო უწმინდესობავ,

ქრისტესმიერი სიყვარულით პატივისცემით მოგესალმებით და გისურვებთ ჯანმრთელობას, დღეგრძელობასა და შემდგომ წარმატებებს თქვენს მაღალ მსახურებაში.

გვინდა, გამოვხატოთ მადლიერება პირადად თქვენდამი და ყველა იმ ადამიანისადმი, ვინც იღვაწა ზაზა გახელაძის გათავისუფლებისთვის, რაც არ იყო მარტივი საკითხი; მაგრამ მადლობა ღმერთს, ყველაფერი კეთილად დამთავრდა და იგი უკვე 14 ივლისიდან ოჯახს დაუბრუნდა.

ასეთი ნაბიჯები განამტკიცებს ჩვენს ურთიერთობებს და მადლიერების გრძნობის გამოძახილს იწვევენ მოსახლეობაში.

დაე, ღმერთი მშვიდობისა და სიყვარულისა შეეწიოს ჩვენს ეკლესიებსა და ხალხებს, ამინ.

ქრისტესმიერი ძმური სიყვარულით“.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system