თავში

რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული სამი პაციენტია

რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული სამი პაციენტია
რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული სამი პაციენტია

რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - ამის შესახებ ჟურნალისტებს კლინიკის დირექტორმა ლევან გოფოძემ განუცხადა. მისი თქმით, სამიდან 2 რუსთავის "კლასტერიდანაა".

,,ამჟამად რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაკვირვების ქვეშ იმყოფება 45 პაციენტი. მოგეხსენებათ, გუშინდელი ტესტირების შემდეგ 3 პაციენტს გამოუვლინდა COVID დადებითი. ესენი მოთავსებულები არიან იზოლირებულად და მიმდინარეობს მკურნალობა. უნდა აღვნიშნო, რომ არც ერთ მათგანს ეს დაავადება მძიმე ფორმით არ აქვს გამოვლენილი",- განაცხადა დირექტორმა ლევან გოფოძემ.

შეგახსენებთ, რომ რუსთავის საკრებულოს დეპუტატსა და მისი ოჯახის წევრს COVID-19-ი დაუდგინდათ.

ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 148-მდე გაიზარდა.

გარდა ამისა, დღეს stopcov-ზე განახლებული მონაცემების მიხედვით, კორონავირუსი ქვეყანაში კიდევ ერთმა ადამიანმა დაამარცხა და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 27-მდე გაიზარდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system