თავში

რუსლან აბაშიძემ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს გამარჯვების დღე მიულოცა

რუსლან აბაშიძემ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს გამარჯვების დღე მიულოცა
რუსლან აბაშიძემ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს გამარჯვების დღე მიულოცა

აფხაზეთის ა/რ-ის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ მეორე მსოფლიო ომის ვეტერან შოთა გვილავას გამარჯვების დღე მიულოცა. ის 99 წლის შოთა გვილავას ესტუმრა და გმირული თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა და საჩუქარი გადასცა. 

შოთა გვილავა 57 წლის განმავლობაში აფხაზეთის განათლების სისტემაში მუშაობდა.

ომის ვეტერანთან, ასევე, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი ლევან თევზაია და სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი დავით ძალამიძე იმყოფებოდნენ.
ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system