თავში

რუსმა მესაზღვრეებმა ახალგაზრდა კაცი დააკავეს

რუსმა მესაზღვრეებმა ახალგაზრდა კაცი დააკავეს
რუსმა მესაზღვრეებმა ახალგაზრდა კაცი დააკავეს

რუსმა მესაზღვრეებმა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ალმატში მცხოვრები ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა ის საქონელს მწყემსავდა. 

როგორც report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ინციდენტის დეტალების დასადგენად მოხდა მყისიერი რეაგირება და მწყემსის გადმოცემასთან დაკავშირებით აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

,,მიმდინარე წლის 13 ივნისს სასაზღვრო პოლიციის ლაგოდეხის სამმართველოს მესაზღვრეებს, საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე, დაუკავშირდა მწყემსი და აცნობა, რომ საქართველოს მოქალაქე, მწყემსი დ. ვ. სავარაუდოდ, რუსმა მესაზღვრეებმა დააკავეს საზღვრის კვეთის ბრალდებით. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მოხდა მყისიერი რეაგირება, მათ შორის ინციდენტის დეტალების დასადგენად.

პროცესში ჩართულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და შვეიცარიის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექცია. მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები მწყემსის გადმოცემათან დაკავშირებით და არსებული ინფორმაციით, უახლოეს მომავალში მოხდება მწყემსის ქართული მხარისთვის გადმოცემა", - განუცხადეს report.ge-ს შსს-ში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system