თავში

რუსთაველის გამზირზე დაშავებულთა შორის პოლიციელიც არის

რუსთაველის გამზირზე დაშავებულთა შორის პოლიციელიც არის
რუსთაველის გამზირზე დაშავებულთა შორის პოლიციელიც არის

რუსთაველის გამზირზე, აქციის მონაწილეებისგან ტერიტორიის გაწმენდის დროს სამი ადამიანი დაშავდა. მათ შორის პოლიციელიც არის, რომელსაც ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული. ინფორმაცია ამის შესახებ report.ge-ს ინფორმაცია ჯანდაცვის სამინისტრომ მიაწოდა. 

"სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებმა სამედიცინო დაწესებულებებში სულ სამი პაციენტი გადაიყვანეს. მათ შორის ერთი პოლიციელია, რომელსაც ჭრილობა აქვს მიყენებული თავის არეში და გადაყვანილია კავკასიის მედიცინის ცენტრში. მას უტარდება შესაბამისი კვლევები. ერთი 44 წლის მოქალაქე გულ-მკერდის არეში ტკივილით შეყვანილია ინგოროყვას კლინიკაში. მისი ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ამჟამად კვლევის პროცესშია. მესამე პაციენტი კი გადაყვანილია “ნიუ ჰოსპიტალსში” - 27 წლის მამაკაცი, რომელმაც ხალხის მასაში მოქცევის შედეგად გონება დაკარგა. მისი მდგომარეობა ასევე სტაბილურია,"-ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system