თავში

რუსთაველის თეატრში კახი კავსაძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

რუსთაველის თეატრში კახი კავსაძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს
რუსთაველის თეატრში კახი კავსაძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრში კახი კავსაძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. მსახიობს პატივი მიაგეს მისმა კოლეგებმა,. საზოგადოების წარმომადგენლებმა. 

გარდაცვლილის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ და ბიძინა ივანიშვილმა, მეუღლესთან ერთად.

კახი კავსაძეს დღეს საბურთალოს სასაფლაოზე მეუღლის, ბელა მირიანაშვილის გვერდით დაკრძალავენ. მსახიობი კორონავირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად 86 წლის ასაკში 27 აპრილს გარდაიცვალა.

ფოტო: "ინტერპრესნიუსი"


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system