თავში

რუსთავი 2-მა არასრულწლოვნის თანდასწრებით ზანგურის სავარაუდო გარყვნილი ქმედება გადაიღო

რუსთავი 2-მა არასრულწლოვნის თანდასწრებით ზანგურის სავარაუდო გარყვნილი ქმედება გადაიღო
რუსთავი 2-მა არასრულწლოვნის თანდასწრებით ზანგურის სავარაუდო გარყვნილი ქმედება გადაიღო

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ცნობით, კურიერმა მსახიობ ნინუცა მაყაშვილზე რეპორტაჟის მომზადებისას შემთხვევით ბესო ზანგურის მხრიდან არასრულწლოვნის თანდასწრებით სავარაუდო გარყვნილი ქმედება გადაიღო. ტელეკომპანიამ ვიდეო არ გაასაჯაროვა. 

რუსთავი2 ამბობს, რომ მასალა შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა. 

გადაცემა ,,ფარულ კონვერტში" მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა განაცხადა, რომ მასზე ყოფილი მეუღლე, ბესო ზანგური ფიზიკურად ძალადობდა.

ბესო ზანგური ძალადობის ფაქტს უარყოფს.

საჯარო განცხადების შემდეგ მაყაშვილი შსს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს.

ბესო ზანგური "რუსთაველის თეატრის" მსახიობია. თეატრმა მაყაშვილის ინტერვიუს შემდეგ მოკლე განცხადება გაავრცელა და ძალადობა დაგმო, თუმცა მსახიობი თეატრში დატოვა. მომხდარს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა რუსთაველის თეატრის ხელმძღვანელი, რეჟისორი რობერტ სტურუა. მან ბესო ზანგურის მხარდამჭერი რამდენიმე პოსტი გამოაქვეყნა.

მომხდარის შემდეგ ბესო ზანგურს გაემიჯნა მისი სასცენო პარტნიორი, რუსთაველის თეატრის მსახიობი თამთა ინაშვილმა, როგორც ინაშვილმა განაცხადა, ის აღარ აპირებს ზანგურთან ერთად ერთ სცენაზე დგომას.

მოგვიანებით ზანგური ძალადობაში კიდევ ერთმა კოლეგამ დაადანაშაულა. რეჟისორმა ელენე მაცხონაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დიდი ხნის თეატრალურ უნივერსიტეტში ნახა, თუ როგორ უმოწყალოდ სცემდა ბესო ზანგური შეყვარებულს.

ამის შემდეგ კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა რუსთაველის თეატრმა , სადაც აღნიშნულია, რომ იმ სპექტაკლის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო, რომელშიც ბესო ზანგური თამაშობდა.

სამი დღის შემდეგ კი სტურუამ ზანგური ყველა სპექტაკლიდან დროებით მოხსნა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system