თავში

რუსთავი 2-მა მთავარი არხის ნიუსი გააზიარა

რუსთავი 2-მა მთავარი არხის ნიუსი გააზიარა
რუსთავი 2-მა მთავარი არხის ნიუსი გააზიარა

დღეს, სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2-ის" ოფიციალურმა გვერდმა, ნიკა გვარამიას ტელევიზიის მთავარი არხის ერთ-ერთი ფეისბუქ გვერდიდან პოსტი გააზიარა. "ყველა ახალი ამბავი, ყველა ექსკლუზივი ნახეთ ამ გვერდზე mtavari news", — ეწერა პოსტზე, რომელიც უკვე აღარ იძებნება

report.ge ტელეკომპანია "მთავარი არხის" საინფორმაციო სამსახურის უფროსს, ნოდარ მელაძეს ესაუბრა, რომელმაც აღნიშნულის მიზეზი განმარტა და თქვა, რომ ფეისბუკ გვერდების ადმინსიტრატორების გადათვირთასას ადგილი ჰქონდა ტექნიკურ შეცდომას. მისი თქმით, პოსტი მალევე წაიშალა.  

კითხვაზე, ხომ არ ემსახურებოდა აღნიშნული ქმედება "რუსთავი 2-ის" გვერდის გამომწერების გამოყენებას "მთავარი არხის" პოპულარიზაციის მიზნით, მელაძე კატეგორიულად გამორიცხა ყველა მიზეზი, ტექნიკურის გარდა. მისი თქმით, მთავარი არხის ფეისბუკის ადმინსიტრატორი წარსულში რუსთავი 2-ის გვერდს მართავდა, რომელმაც მექანიკური შეცდომა დაუშვა. შეცდომის იდენტიფიცირებისთანავე, დაახლოებით 2 წუთის ინტერვალში, აღნიშნული პოსტი წაიშალა. 

მთავარი არხი რუსთავი 2-დან გათავისუფლებული დირექტორის, ნიკა გვარამიას დაარსებული ტელევიზიაა, სადაც ამავე არხიდან გამოშვებული და წამოსული ჟურნალისტების ნაწილი მუშაობს. მთავარი არხი ეთერში დღეს, 9 სექტემბერს, 9 სათზე გავა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system