თავში

"რუსთავი 2-ის" დამფუძნებლების საგანგებო მიმართვა

"რუსთავი 2-ის" დამფუძნებლების საგანგებო მიმართვა
რუსთავი 2-ის დამფუძნებლების საგანგებო მიმართვა

"რუსთავი 2-ის" დამფუძნებლები ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი მიმართვას ავრცელებენ, რომელსაც report.ge უცვლელად გთავაზობთ:

"26 ივლისს, სულ რაღაც ორ კვირაში, 20 წელი სრულდება გიორგი სანაიას სასტიკი მკვლელობიდან. მაშინაც, ისევე როგორც ახლა, ხელისუფლება ბინძური ხერხებით ცდილობდა გარდაცვალების მოტივების ახსნას. 

სწორედ ეს მკვლელობა აღმოჩნდა რუსთავი 2-ზე ფართომასშტაბიანი შეტევის დასწყისი, რაც საბოლოოდ უშიშროების სამსახურების ტელევიზიაში შემოჭრით დაგვირგვინდა.

ყველა ხელისუფლება, საქართველოს დამოუკიდებელი არსებობის ამ ხანმოკლე, 30 წლიანი ისტორიის მანძილზე, ებრძოდა სიტყვის თავისუფლებას, ყველა ხელისუფლება განიხილავდა დამოუკიდებელ ტელევიზიებს, როგორც მისი კეთილდღეობის და ბატონობის საფრთხეს.

30 წელია ბეწვის ხიდზე დავდივართ, 30 წელია ყველა რეჟიმი ყველა ხერხით ცდილობს დაიმორჩილოს და გააკონტროლოს დამოუკიდებელი სიტყვა და თავისუფალი აზროვნება. საბედნიეროდ, თუ დღეს ჩვენ ჯერ კიდევ არ ვართ ბოლომდე კორუფციის და ფეოდალიზმის უპერსპექტივო ჭაობში ჩაძირული, ლომის წილი ჩვენს თავისუფალ პრესას ეკუთვნის. თუ კიდევ გვაქვს გადარჩენის შანსი, ეს უპირობოდ დამოუკიდებელი მედიის დამსახურებაა.როგორც ჩანს ისტორია არაფერს ასწავლის მათ - ყველა რეჟიმი, რომელიც თავისუფალ სიტყვას და ადამიანის უფლებებს უპირისპირდება, განწირულია ისტორიის სანაგვეზე გასასტურმებლად. მოძალადე რეჟიმი კი, რომელიც კლავს, აუცილებლად უნდა დაინგრეს", - აღნიშნულია ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის მიმართვაში.

შეგახსენებთ, 5 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, "თბილისი პრაიდის" კვირეულის მოწინააღმდეგე რადიკალური ჯგუფები ჟურნალისტებს თავს დაესხნენ.

შსს-ს ინფორმაციით, 5 ივლისს, ძალადობის მსხვერპლი 55 ადამიანი გახდა, მათ შორის 53 მედიის წარმომადგენელია.

რადიკალური ჯგუფები, მედიის წარმომადგენლებს 6 ივლისსაც დაესხნენ თავს.

"ტვ პირველის" ოპერატორს, ლექსო ლაშქარავას 5 ივლისის მოვლენებისას ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ის რამდენიმე დღის განმავლობაში "ნიუ ჰოსპიტალსში" მკურნალობდა.

11 ივლისს კი საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს.

უკვე მეორე დღეა პარლამენტთან, 5-6 ივლისს, ქვეყანაში მომხდარ ძალადობრივ ფაქტებს აპროტესტებენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system