თავში

"რუსთავის აზოტის" თანამშრომლები გაიფიცნენ და აქციას მართავენ

"რუსთავის აზოტის" თანამშრომლები გაიფიცნენ და აქციას მართავენ
რუსთავის აზოტის თანამშრომლები გაიფიცნენ და აქციას მართავენ

„რუსთავის აზოტის“ თანამშრომლები გაიფიცნენ. ისინი საწარმოს ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციას მართავენ. 

„რუსთავის აზოტის“ თანამშრომლები ხელფასის გაზრდას ითხოვენ. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ჯერ კიდევ 2019 წელს, საწარმოში ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა იმყოფებოდა და სწორედ ის დაპირდათ ხელფასების მინიმუმ 20%-ით გაზრდას, თუმცა შრომითი ანაზღაურება მხოლოდ ნაწილს გაეზარდა.

აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ მათი შრომითი ანაზღაურება მინიმუმ 35%-ით მაინც გაიზარდოს, რაზეც საწარმოს ხელმძრვანელობა, მათივე თქმით, უარს აცხადებს. გაფიცული თანამშრომელბის თქმით, მათი ხელფასი 600 ლარს არ სცდება. 

აქციის მონაწილეების თქმით, დილიდან ცდილობენ ხელმძღვანელობასთან გასაუბრებას, თუმცა მათთან ამ დრომდე არავინ მისულა.

"რუსთავის აზოტის" გაფიცული თანამშრომლები ამბობენ, რომ თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება პროტესტი მომავალშიც გაგრძელდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system