თავში

რუსთავის საკრებულოს დეპუტატის დედას COVID-19 დაუდასტურდა

რუსთავის საკრებულოს დეპუტატის დედას COVID-19 დაუდასტურდა
რუსთავის საკრებულოს დეპუტატის დედას COVID-19 დაუდასტურდა

რუსთავის საკრებულოს ერთ-ერთი დეპუტატის დედას COVID-19 დაუდასტურდა. თავად საკრებულოს წევრს ვირუსის სიმპტომები აქვს თუმცა კორონავირუსი ამ ეტაპზე არ დაუდგინდა.

ამ დროისთვის რუსთავის საკრებულოს 20-მდე დეპუტატი თვითიზოლაციაში იმყოფება. პარალელურად მიმდინარეობს კონტაქტების კვლევა, ვისთანაც საკრებულოს დეპუტატს და მის მშობლებს შეხება ჰქონდათ.

არსებული ინფორმაციით, საკრებულოს წევრის დედა ეროვნული ბანკის თანამშრომელია, რომელსაც კიდევ ექვს თანამშრომელთან ერთად COVID-19 დაუდგინდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system