თავში

რუსთავის ცენტრალურ პარკში ჰაერის დაბინძურების თემატიკაზე ძეგლი გაიხსნა

რუსთავის ცენტრალურ პარკში ჰაერის დაბინძურების თემატიკაზე ძეგლი გაიხსნა
რუსთავის ცენტრალურ პარკში ჰაერის დაბინძურების თემატიკაზე ძეგლი გაიხსნა

რუსთავში საინიციატივო ჯგუფ "გავიგუდეს" ორგანიზებით ჰაერის დაბინძურების თემატიკაზე ძეგლი გაიხსნა. ქალაქის ცენტრალურ პარკში ღონისძიება, ეპიდსიტუაციის გამო ნაკლებად ხალხმრავალ გარემოში ჩატარდა. 

ადგილობრივი მედიის ცნობით, პრეზენტაციას მე-12 ოლქის "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი ნინო ლაცაბიძე დაესწრო. 

ორგანიზატორების თქმით, ინსტალაციამ მოქალაქეები რუსთავში ჰაერის დაბინძურების პრობლემებზე უნდა დააფიქროს და მალე გამარჯვების სიმბოლო გახდეს. 

ქანდაკება ბიოლის ფონდის მხარდაჭერით დაიდგა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system