
რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში გუშინ გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა.
გარდაცვლილია ორი ადამიანი. დაღუპულები პატიმრები არიან.
სასჯელაღსრულების მე-17 დაწესებულებაში ხანძარი გუშინ, 14:20 საათზე, სამზარეულოში გაჩნდა.
ადგილზე 6 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა და 11 სახანძრო მანქანა მუშაობდა.