თავში

რუსთავში 84 წლის ქალს COVID-19 დაუდასტურდა

რუსთავში 84 წლის ქალს COVID-19 დაუდასტურდა
რუსთავში 84 წლის ქალს COVID-19 დაუდასტურდა

რუსთავში კორონავირუსის ახალი შემთხვევა დადასტურდა. COVID-19 84 წლის ქალს დაუდგინდა, რომელიც რუსთავის საავადმყოფოში არსებულ ცხელების ცენტრში იყო მოთავსებული.

პაციენტი ცხელების ცენტრში საკარანტინო სივრციდან სიმპტომების გამოვლენის შემდეგ გადაიყვანეს. მანამდე კორონავირუსი ქალის მეუღლეს დაუდასტურდა, რის გამოც 84 წლის ქალი საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა. 

ექიმების შეფასებით, კოვიდინფიცირებულის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის უკვე ერთ-ერთ კოვიდკლინიკაშია გადაყვანილი. 

stopcov.ge-ზე კორონავირუსის ახალი შემთხვევა ჯერ არ ასახულა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 908 შემთხვევაა რეგისტრირებული, მათგან 761 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 14 გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოში გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე. 

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system