თავში

რუსთავში 9 წლის ბავშვს ავტომობილი დაეჯახა

რუსთავში 9 წლის ბავშვს ავტომობილი დაეჯახა
რუსთავში 9 წლის ბავშვს ავტომობილი დაეჯახა

რუსთავში ავტომობილი 9 წლის ბავშვს დაეჯახა. შემთხვევა "მშენებელთა ქუჩაზე" ცოტა ხნის წინ მოხდა. 

შემთხვევის შედეგად დაშავებული ბავშვი რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მას სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები არ მიუღია. 

როგორც Report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. დამაშაი;ო ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system