თავში

რუსთავში აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს

რუსთავში აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს
რუსთავში აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს

ქვეყანაში არსებული ახალი რეგულაციების შედეგად რუსთავში უმუშევრად დარჩენილმა მოქალაქეებმა აქცია გამართეს და  პროტესტის ნიშნად საავტომობილო გზა გადაკეტეს.

აქციის მონაწილეების თქმით, მთავრობის გადაწყვეტილებით შემოსავლის გარეშე დარჩნენ და სამთავრობო დახმარებაც შერჩევითია, შესაბამისად  არ იციან, რითი შეძლებენ ამ პერიოდში თავის რჩენას.

"მე არ ვარ გარე მოვაჭრე ვმუშაობდი ტექნიკის მაღაზიაში, ვინაიდან მოხდა ასეთი სიტუაცია ორი თვით დამსვევს სახლში. იმ დღეს გამოაცხადა გახარიამ, რომ იქნებოდა სამასლარიანი დახმარება, ისიც იანვრის თვიდან ეკუთვნის იმ ოჯახებს, ვისაც ჰყავთ სამი შვილი და მეტი, მე მყავს ორი შილი, ახლა კითხვა მებადება - ვისაც ერთი ან ორი შვილი ჰყავს იმათ ჭამა არ უნდათ?! სწორედ ეს კითხვა დავუსვი რუსთავის მერს და პასუხი ვერ გამცა, ადამიანი არ დამელაპარაკა",- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ცნობისთვის კორონავირუსთან დაკავშირებით 28 ნოემბერს ახალი მკაცრი რეგულაციები ამოქმედდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system