თავში

რუსთავში კორონავირუსით დები გარდაიცვალნენ

რუსთავში კორონავირუსით დები გარდაიცვალნენ
რუსთავში კორონავირუსით დები გარდაიცვალნენ

რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 61 და 52 წლის დები, ნაილი და ნანა იაშაღაშვილები გარდაიცვალნენ. ისინი რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობდნენ. 

კლინიკის ეპიდემიოლოგის განცხადებით, ერთი და მეორისგან დაინფიცირდა.

მაია რაზმაძის განმარტებით, ნაილი და ნანა იაშაღაშვილები სამედიცინო დაწესებულებაში ნოემბრის თვის ერთსა და იმავე დღეს, ერთი დილის, მეორე კი საღამოს საათებში შეიყვანეს.  ჯერ ნანა იაშაღაშვილი, 2 დღის შემდეგ კი ნაილი იაშაღაშვილი გარდაიცვალა.

რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში განსაკუთრებით მძიმე თანმხლებ დაავადებებზე არ საუბრობენ, თუმცა აცხადებენ, რომ კორონავირუსმა იაშაღაშვილებში სუნთქვის მწვავე უკმარისობა გამოიწვია, მათი მდგომარეობა ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გართულდა და დების გადარჩენა შეუძლებელი გახდა. 

თუმცა ოჯახის ახლობელი ადასტურებს, რომ კოვიდინფიცირებულ დებს დიაბეტი ჰქონდათ. ამ დრომდე კლინიკაში მოთავსებულია ერთ-ერთი გარდაცვლილის მეუღლეც. 

წყარო "ინფო რუსთავი" 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system