თავში

რუსთავში მანქანა ტროტუარზე შევარდა და ორი ადამიანი გაიტანა - არის მსხვერპლი

რუსთავში მანქანა ტროტუარზე შევარდა და ორი ადამიანი გაიტანა - არის მსხვერპლი
რუსთავში მანქანა ტროტუარზე შევარდა და ორი ადამიანი გაიტანა - არის მსხვერპლი

ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში მსხვერპლით დასრულდა. გარდაცვლილია ახალგაზრდა ქალი, რომელიც ავარიის დროს ტროტუარზე იმყოფებოდა. დიდი სიჩქარით მოძრავი მანქანა ორ ქვეითს დაეჯახა, შემდეგ კი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბეტონის ჯებირი გაანგრია. ახალგაზრდა ქალი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი დაშავდა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებულია თავად მძღოლიც.

როგორც report.ge-ს შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მართვის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system