თავში

რუსთავში მე-7 სართულიდან გადავარდნილი ბავშვი მართვით სუნთქვაზეა

რუსთავში მე-7 სართულიდან გადავარდნილი ბავშვი მართვით სუნთქვაზეა
რუსთავში მე-7 სართულიდან გადავარდნილი ბავშვი მართვით სუნთქვაზეა

რუსთავში, მე-19 მიკრორაიონში, საცხოვრებელი კორპუსის მე-7 სართულიდან გადავარდნილ 3 წლამდე ბავშვს სამედიცინო დახმარება "კლინიკა რუსთავში" უტარდება.

ექიმების ინფორმაციით, ბავშვს მრავლობითი ტრავმები და სისხლჩაქცევები აღენიშნება. ამ დროისთვის მას ოპერაცია უტარდება.  როგორც Report.ge-ს "კლინიკა რუსთავში" განუცხადეს, ბავშვი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული. 

ცნობისთვის, რუსთავში, მე-19 მიკრორაიონში, საცხოვრებელი კორპუსის მე-7 სართულიდან 3 წლამდე ბავშვი ცოტა ხნის წინ გადმოვარდა. როგორც Report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system