თავში

რუსთავში მოზარდი აივნიდან გადავარდა

რუსთავში მოზარდი აივნიდან გადავარდა
რუსთავში მოზარდი აივნიდან გადავარდა

რუსთავში, 13 წლის გოგო აივნიდან გადავარდა.

გავრცელებული ინფორმაციით, გოგონა საკუთარ ბინაში, მესამე სართულზე აივანზე იმყოფებოდა რა დროსაც ის შეუძლოდ გახდა და აივნიდან გადავარდა.

მოზარდი კლინიკა რუსთავში გადაიყვანეს, სადაც მას პირველადი სამედიცინო დახმარება გაეწია.

მოგვიანებით პაციენტი თბილისში, იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს.

პაციენტი სამედიცინო დაწესებულებაში შეყვანისას გონზე იყო, მას მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნებოდა.

როგორც შინაგან საქმეთ სამინისტროში report.ge-ს განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system