თავში

რუსთავში "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერს ფიზიკურად გაუსწორდნენ

რუსთავში "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერს ფიზიკურად გაუსწორდნენ
რუსთავში ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერს ფიზიკურად გაუსწორდნენ

რუსთავში "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერს, ვანო გველესიანს საკუთარ სახლთან თავს დაესხნენ და სცემეს. დაზარალებული რუსთავის კლინიკაში გადაიყვანეს, მას დაზიანებები სახის არეში აქვს მიყენებული. ის გამომძიებლებს ჩვენებას ამ წუთებში, კლინიკაში აძლევს. 

ოჯახის წევრების მტკიცებით, უცნობი პირების მხრიდან თავდასხმა პოლიტიკური ნიშნით მოხდა. ვინაიდან თავდამსხმელები ნიღბებით იყვნენ, დაზარალებულმა მათი ამოცნობა ვერ შეძლო. 

ოჯახის ახლობლის, გიორგი ბურჯანაძის განცხადებით, რამდენიმე დღის წინ ვანო გველესიანმა სიტყვიერი გაფრთხილება მიიღო მის პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით, წინააღმდეგ შემთხვევაში ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრნენ.

"ღამის საათები იყო, პირველის ნახევარი. სადარბაზოსთან უცნობმა კაცმა თხოვა სიგარეტი, წაიღო ჯიბეზე ხელი და ჯიბიდან ხელის ამოღებაც ვერ მოასწრო, რომ ამ პერიოდში რამდენიმე დარტყმა განახორციელა სახის არეში და შემდეგ მიიმალა.

წინა დღეებში განხორციელდა გაფრთხილება ვანოს მიმართ, რომ შეშვებულიყო პოლიტიკურ აქტივობას, წინააღმდეგ შემთხვევაში მას ფიზიკურად გაუსწორდებოდნენ, რაც რეალურად მოიყვანეს მოქმედებაში," - განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ.

ექიმის ინფორმაციით პაციენტს სახის მიდამოში დაზიანებები აქვს მიღებული და დადასტურდა თავის ტვინის შერყევა. მას რამდენიმე დღის გატარება კლინიკაში მოუწევს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system