თავში

რუსთავში, უსიამოვნო სუნის გამომწვევი მიზეზი სავარაუდოდ სოკოს ქარხანაა

რუსთავში, უსიამოვნო სუნის გამომწვევი მიზეზი სავარაუდოდ სოკოს ქარხანაა
რუსთავში, უსიამოვნო სუნის გამომწვევი მიზეზი სავარაუდოდ სოკოს ქარხანაა

რუსთავში, უსიამოვნო სუნის გამომწვევი მიზეზი შესაძლოა სოკოს ქარხანა იყოს. რამდენიმე თვეა ადგილობრივები ქალაქში გაუსაძლის სუნს უჩივიან, რომელიც განსაკუთრებით ღამის საათებში მძაფრდება. ვარაუდობენ, რომ სუნი სოკოს ქარხნიდან ვრცელდება. საწარმოში, გარემოს დაცვის სამინისტროს ქვემო ქართლის სამმართველოსა და სურსათის უვნებლობის სამსახურის თანამშრომლები იმყოფებოდნენ, რომლებმაც საწარმოო პროცესი შეამოწმეს. სპეციალისტების ადგილზე აღებული სინჯების შედეგებს ელოდებიან.

არსებული ინფორმაციით, ქარხნის ადმინისტრაცია აღიარებს, რომ უსიამოვნო სუნი, ნაწილობრივ, სწორედ სოკოს საწარმოდან ვრცელდება, მაგრამ მათი აზრით, ქალაქში უსიამოვნო სუნის, შესაძლოა, სხვა კერაც არსებობდეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system