თავში

რუსთავში ზვიად გამსახურდიას სახელობის სკვერი გაიხსნა

რუსთავში ზვიად გამსახურდიას სახელობის სკვერი გაიხსნა
რუსთავში ზვიად გამსახურდიას სახელობის სკვერი გაიხსნა

რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა სრულად რეაბილიტირებული სკვერი გახსნეს.

ზვიად გამსახურდიას სახელობის სკვერის გახსნას, საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი პაატა მხეიძე, ქალაქის, მერის მოადგილეები და საკრებულოს დეპუტატები, მიწვეულ სტუმრებთან და მოსახლეობასთან ერთად დაესწრნენ.

მათივე ცნობით, სკვერში გაიმართა იმპროვიზირებული კონცერტი, რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის პროფესიული-დრამატული თეატრის მსახიობების მონაწილეობით კი კოსტიუმირებული მსვლელობა მოეწყო.

როგორც რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ განაცხადა, სწორედ ქალაქის მოსახლეობის სურვილი იყო, რომ აღნიშნული სკვერს სრული რეაბილიტაცია ჩატარებოდა, შედეგად რუსთავს კიდევ ერთი ულამაზესი რეკრეაციული ზონა შეემატა.

ზვიად გამსახურდიას სახელობის სკვერში, პროექტის ფარგლებში, ბეტონის ფილებით მოპირკეთებული ბილიკები და ტროტუარები მოეწყო, დამონტაჟდა გარე განათების თანამედროვე სისტემა, დასასვენებელი სკამები, დაიგო მწვანე საფარი, მოეწყო სარწყავი ქსელი და საყვავილეები. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system