თავში

რუსუდან შარაძე: არ ყოფილა ილო ბეროშვილი მთლად წყალწაღებული

რუსუდან შარაძე: არ ყოფილა ილო ბეროშვილი მთლად წყალწაღებული
რუსუდან შარაძე: არ ყოფილა ილო ბეროშვილი მთლად წყალწაღებული

გურამ შარაძის ქალიშვილი, რუსუდან შარაძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და საზოგადოებას მოუწოდებს, ილო ბეროშვილს შეეშვან.

"მოუხდია ბოდიში ილო ბეროშვილს. ბერბიჭაშვილი უნდა მეთქვა და მექანიკურად წამომცდაო. მისი ბაბუა ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის დირექტორი ყოფილა ოდესღაც და ბავშვობიდან მესმოდა ისტორიები, მათ შორის, გურამ შარაძეზეო.

ბაბუისგან კარგის მეტი რა უნდა გაეგო?! მოკლედ, ასეა თუ ისე, ჩემო უსაყვარლესო მეგობრებო, შევეშვათ ამ კაცს.

საკმარისზე მეტი მოხვდა. რამდენად გულწრფელია მისი ახსნა-განმარტება, აღარ მაინტერესებს.

ბოდიშის მოხდა ასეთ მძიმე შეურაცხყოფასა და გულსტკენას მომენტალურად ვერ შველის, მაგრამ გამიხარდა. ე.ი. არ ყოფილა მთლად წყალწაღებული, ხვდება და აღიარებს, რომ ცუდად მოიქცა. ეს ყველას არ შეუძლია. ადამიანები ვართ და შევუნდოთ. ყოველ შემთხვევაში, მე ,,განიარაღებული” ვარ”-წერს გურამ შარაძის შვილი.

მსა­ხი­ობ­სა და ტე­ლე­წამ­ყვანს ილო ბე­როშ­ვილს ტელეკომპანია "ფორ­მუ­ლას" ეთერ­ში გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბის გამო Facebook-ზე აკ­რი­ტი­კე­ბენ.

ბე­როშ­ვილ­მა გა­და­ცე­მა "თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში" ჟურნალისტის კი­თხვა­ზე, ვინ არის ყვე­ლა­ზე ცუდი ქარ­თვე­ლი, უპასუხა - გუ­რამ შა­რა­ძე.

აღნიშნულთან დაკავშირებით ტელეწამყვანმა საკუთარ Facebook გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system