თავში

Ryanair-მა მარსელიდან ქუთაისის მიმართულებით პირველი რეისი შეასრულა

Ryanair-მა მარსელიდან ქუთაისის მიმართულებით პირველი რეისი შეასრულა
Ryanair-მა მარსელიდან ქუთაისის მიმართულებით პირველი რეისი შეასრულა

მსოფლიოში ერთ-ერთმა უდიდესმა ავიაკომპანიამ „რაინეარმა“ (Ryanair) საქართველოში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი რეისი შეასრულა. კომპანიის კუთვნილი თვითმფრინავი მარსელიდან გამოფრინდა.

9 ნოემბრიდან ქუთაისის აეროპორტს კიდევ ერთი ახალი მიმართულება – ბოლონია დაემატება. „რაინეარი“ დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან მარსელისა და ბოლონიის მიმართულებით კვირაში 2-2 სიხშირით იფრენს.

Ryanair-თან ქართული მხარე მოლაპარაკებებს თითქმის 10 წელი აწარმოებდა. მოლაპარაკებების საბოლოო ფაზა რამდენიმე თვის წინ დაიწყო და 21 აგვისტოს წარმატებით დასრულდა. 

პირველ რეისს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორი, გიორგი ჩოგოვაძე დახვდა. მან ადგილიდან პირდაპირი ჩართვა გააკეთა და მოქალაქეებს საქართველოში, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის შემოსვლა მიულოცა. 

„მინდა, მივულოცო ჩვენს თანამოქალაქეებს – „რაინეარი“ საქართველოშია. მან პირველი რეისი შეასრულა დღეს მარსელიდან ქუთაისის მიმართულებით. მოგეხსენებათ, რომ მრავალი წელია, იყო პირდაპირი დაკვეთა მოსახლეობიდან, შემოგვეყვანა ეს კომპანია. „რაინეარი“ საქართველოში ნიშნავს მეტ ევროპელ ტურისტს, ასევე ხელმისაწვდომ ფრენებს და საქართველოს ბევრი წარმატება ელოდება. ამ კომპანიის შემოსვლით ეკონომიკასა და ტურიზმში ახალი ეტაპი იწყება. გაიზრდება როგორც ფრენების მიმართულება, ასევე ქალაქების, საიდანაც ჩამოიყვანს ტურისტს, როგორ თბილისში, ასევე ქუთაისში. ასევე გაიზრდება სიხშირე, რაც მისცემს შესაძლებლობას მეტი ტურისტი მოვიდეს და მეტმა ჩვენმა თანამოქალაქემ იმოგზაუროს ევროპაში“, – განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system