თავში

ამირან გამყრელიძე: დღეს ინფექციურში ჩინეთის ორი მოქალაქე შეიყვანეს

ამირან გამყრელიძე: დღეს ინფექციურში ჩინეთის ორი მოქალაქე შეიყვანეს
ამირან გამყრელიძე: დღეს ინფექციურში ჩინეთის ორი მოქალაქე შეიყვანეს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, დღეს ინფექციურ საავადმყოფოში ჩინეთის ორი მოქალაქე შეიყვანეს, რომლებიც საქართველოში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე არიან დასაქმებულნი. 

მისივე თქმით, ორივე პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოში რესპირაციული სიმპტომებით შეიყვანეს და ისინი კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში არიან მოთავსებულნი.

,,ორივე მათგანი დიდი ინფრასტრუქტურის მუშახელია, ერთ-ერთ რაიონში მუშაობენ, არ დავასახელებ. ჩვენი ეპიდემიოლოგები არიან გასულები ადგილზე, აიღებენ სინჯებს", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

მისივე თქმით, საქართველოში ამ დრომდე ახალი კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა. როგორც გამყრელიძემ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, საქართველო ისევ ,,მწვანე ზონაში" რჩება. 

ამირან გამყრელიძის განმარტებით, ღონისძიებები და ნაბიჯები, რაც ქვეყანაში იდგმება, სრულ შესაბამისობაშია იმ რეკომენდაციებთან, რასაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია გასცემს.

"ისევ ,,მწვანე ზონაში" ვიმყოფებით, ჩვენთან კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა. ორშაბათიდან უკვე გვაქვს საშუალება, რომ ადგილზე დავსვათ დიაგნოზი, დავადასტუროთ შემთხვევა და დადასტურებულად ითვლება ის შემთხვევა, რომელიც ლაბორატორიული ანალიზით დასტურდება. დღემდე ქვეყანაში უკვე ჩატარებულია დაახლოებით 12-მდე ლაბორატორიული სხვადასხვა ანალიზი, ასევე ჩვენ გამოვცადეთ ტესტები და ისინი ძალიან კარგად მუშაობენ. ტესტების მარაგი არის ქვეყანაში,"- განაცხადა გამყრელიძემ.

ბოლო ინფორმაციით, ახალი კორონავირუსით, 2019-nCoV-ით დაავადებულთა რიცხვი ჩინეთში უკვე 30600-ზე მეტია. ამ დროისთვის დაღუპულთა რაოდენობამ 633-ს მიაღწია. გამოჯანმრთელებულია 1400-ზე მეტი ადამიანი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system