თავში

,,სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გარდაიცვალა" - ფინანსთა სამინისტრო

,,სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გარდაიცვალა" - ფინანსთა სამინისტრო

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სოციალურ ქსელში სამძიმრის წერილს ავრცელებს. 

უწყების ინფორმაციით, სახაზინო სამსახურის თანამშრომელი, არჩილ ჩაჩანიძე მოულოდნელად გარდაიცვალა.

,,საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სახაზინო სამსახურის თანამშრომლის, ბატონი არჩილ ჩაჩანიძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.

არჩილ ჩაჩანიძე დღეს მოულოდნელად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა.

გარდაცვალების მიზეზს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო დაადგენს", - აღნიშნულია სამძიმრის ტექსტში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system