თავში

"სააკაშვილს ფარმაკოლოგიური წამების ნიშნები არ ეტყობოდა" - ფსიქიატრი

"სააკაშვილს ფარმაკოლოგიური წამების ნიშნები არ ეტყობოდა" - ფსიქიატრი
სააკაშვილს ფარმაკოლოგიური წამების ნიშნები არ ეტყობოდა - ფსიქიატრი

სახალხო დამცველთან არსებული ექიმთა ჯგუფის წევრი, ფსიქიატრი მარინა კურატაშვილი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში, მისი ფარმაკოლოგიური წამების ნიშნებს ვერ ხედავს.

მისივე თქმით, მესამე პრეზიდენტს ფსიქოტროპული მედიკამენტები გაზრდილი დოზით არ მიუღია.

"მე ვერ ვხედავ ფარმაკოლოგიური წამების ნიშნებს. მე ბატონი მიხეილი ვნახე მხოლოდ ერთხელ და იმ ნახვისას ფარმაკოლოგიური წამების ნიშნები არ ეტყობოდა. სათითაოდ გავეცანი მხოლოდ იმ მედიკამენტების დანიშნულების ფურცლებს, რომლებიც მას აქვს დანიშნული გორის ჰოსპიტალში გადაყვანის შემდეგ. აქ დოზები ნამდვილად არ ტოვებს იმის შთაბეჭდილებას, რომ ვინმეს მისი წამება უნდოდა. რა იყო სხვა დაწესებულებებში, არ ვიცი, მაგრამ გავეცანი ჩემი კოლეგების კონსულტაციებს, სადაც ბატონი მიხეილის მონაყოლის მიხედვით არის დაფიქსირებული, თუ რა წამლებს იღებდა. იქ არის მაქსიმუმი დოზა, ისევ "ქვეტიაპინზე" ვლაპარაკობ. მას დანიშნული ჰქონდა 100 მილიგრამი და თუ 100 მილიგრამზე ვერ დაიძინებდა, უმატებდნენ 50 მილიგრამს, ზოგჯერ მისი თხოვნითაც", – განაცხადა მარინა კურატაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system