თავში

"სააკაშვილი მზად არის გადავიდეს ჰოსპიტალში" - ნიკოლოზ ყიფშიძე

"სააკაშვილი მზად არის გადავიდეს ჰოსპიტალში" - ნიკოლოზ ყიფშიძე
სააკაშვილი მზად არის გადავიდეს ჰოსპიტალში - ნიკოლოზ ყიფშიძე

მიხეილ სააკაშვილი მზად არის, გადავიდეს ჰოსპიტალში, ეს დღეს და ხვალ არ მოხერხდება, შაბათ-კვირას, ან არ ვიცი ზუსტად, როდის, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ რუსთავის ციხეში, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, კონკრეტულად, რომელ კლინიკაში გადაიყვანენ სააკაშვილს, ამ ეტაპზე უცნობია. 

გარდა ამისა, ექიმი ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტი შიმშილობას აგრძელებს.

"გასავლელია დეტალები ჯანმრთელობის და იუსტიციის სამინისტროებთან. ამას გავარკვევთ ხვალ, ზეგ და შემდეგ მოხდება ჰოსპიტალიზაცია. ჰოსპიტალიზაცია არ ნიშნავს, რომ პრეზიდენტი ამთავრებს შიმშილობას. არავითარ შემთხვევაში, შიმშილობის შეწყვეტაზე საუბარი არ არის. ბოლო ანალიზებს ახლა გავეცანი, ერთი უკეთესია, მეორე უარესია, არ ვიცი, სად გადაიყვანენ",- განაცხადა ექიმმა.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პირველ ოქტომბერს დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილი ციხეში მე-20 დღეა შიმშილობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system