თავში

"სააკაშვილი მოსხლეტით წაიქცა, გადააწვინეს საკაცეზე" - ბექა ბასილაია

"სააკაშვილი მოსხლეტით წაიქცა, გადააწვინეს საკაცეზე" - ბექა ბასილაია
სააკაშვილი მოსხლეტით წაიქცა, გადააწვინეს საკაცეზე - ბექა ბასილაია

ადვოკატ ბექა ბასიალაიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი წაიქცა და ის საკაცით გადაიყვანეს შეხვედრების ოთახიდან. ამის შესახებ ადვოკატმა ციხიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა. 

მისი ინფორმაციით, მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა მძიმეა.

"მიშა გამოდიოდა ადვოკატებთან შეხვედრიდან, უნდა ასულიყო ზემოთ, მოსხლეტით წაიქცა, შემდეგ ჩამოიტანეს რამდენიმე წუთში საკაცე, გადააწვინეს საკაცეზე.

იყო ძალიან მძიმედ, როდესაც ჩვენ გვხვდებოდა...10 წუთია რაც აიყვანეს, შეიძლება ცოტა მეტი, ან ცოტა ნაკლები...ხელით გავუხსენით თვალები", - განაცხადა ბასილაიამ. 

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პირველ ოქტომბერს დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილი ციხეში 49-ე დღეა შიმშილობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system