თავში

"სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს" - ჯიშკარიანი

"სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს" - ჯიშკარიანი
სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს - ჯიშკარიანი

ცენტრ "ემპათიას" ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანი აცხადებს, რომ მისი რეკომენდაციაა, მესამე პრეზიდენტი გათავისუფლდეს, რადგან საქართველოს ციხეთა სისტემა მიხეილ სააკაშვილისთვის უსაფრთხო არ არის.

ჯიშკარიანის განცხადებით, "ემპათიის" საბოლოო დასკვნა რამდენიმე დღეში გასაჯაროვდება და მასში საუბარი იქნება იმ ზიანზე, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას მიადგა.

"დასკვნაში ასახული იქნება ცალკეული წამებისა თუ არასათანადო მოპყრობის ფაქტები და მეთოდები და შესაბამისი შედეგები, რაც აისახა როგორც ფიზიკურ, ასევე, ნეიროფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზე. დასკვნაში იქნება რეკომენდაციებიც, ერთ-ერთი ჩვენი რეკომენდაციაა, რომ საქართველოს ციხეთა სისტემა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის მდგომარეობისთვის უსაფრთხო არ არის და შესაბამისად, ჩვენი აზრით, ის უნდა იყოს გათავისუფლებული", - განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system