თავში

სააკაშვილი უცხოეთში აკრედიტირებულ ქართველ დიპლომატებს მიმართავს

სააკაშვილი უცხოეთში აკრედიტირებულ ქართველ დიპლომატებს მიმართავს
სააკაშვილი უცხოეთში აკრედიტირებულ ქართველ დიპლომატებს მიმართავს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უცხოეთში აკრედიტებულ ქართველ დიპლომატებს მიმართავს. 

სააკაშვილმა მათ სიმართლის თქმისკენ და მთავრობისგან გამიჯვნისკენ მოუწოდა.

"მინდა, მოგმართოთ თქვენ, თქვენ ხართ ქართველები, თქვენ ხელფასს გიხდით საქართველოს მოსახლეობა, ისინი არიან გადასახადის გადამხდელები, თქვენ უნდა წარმოადგინოთ სრულიად საქართველო მიუხედავად პოლიტიკური სიმპათიისა. პირველ რიგში, იმედია, რომ ბევრი თქვენგანი იტყვის სიმართლეს და გაემიჯნება ამ უბედურებას ისე, როგორც ეს ქნა გუშინ საარჩევნო კომისიის ძალიან მნიშვნელოვანმა წევრმა ბატონმა ბურდულმა, ისევე როგორც ეს გააკეთა გიგი გიგიაძემ ივერი მელაშვილს როდესაც დაუდგა გვერდზე, მაგრამ თუ ამის უნარი ჯერ არა გაქვთ, მინიმუმ შეწყვიტეთ ყალბი ინფორმაციის გავრცელება, ტირაჟირება რომელსაც გაწვდიან "ქართული ოცნების" შტაბიდან", - განაცხადა სააკაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system