თავში

სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ფართო პროფილის ექიმებმა შეხვედრა გამართეს

სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ფართო პროფილის ექიმებმა შეხვედრა გამართეს
სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ფართო პროფილის ექიმებმა შეხვედრა გამართეს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგისთვის ექსპერტების ჯგუფის მობილიზაციის თაობაზე დღეს ფართო პროფილის ექიმებთან პირველი შეხვედრა გაიმართა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილთან ჯგუფის შეხვედრისა და ექსპერტების საქმიანობის დეტალები შეთანხმებული იქნება და განისაზღვრება პენიტენციური სამსახურის ჯანდაცვის დეპარტამენტის მოთხოვნის შესაბამისად. 

"დღეს იყო პირველი შეხვედრა ფართო პროფილის ექიმებთან, მათ შორის, ნევროლოგიური, კარდიოლოგიური, ენდოკრინოლოგიური მიმართულებით. საჭიროების შემთხვევაში და პენიტენციური სამსახურის დეპარტამენტის მოთხოვნის შესაბამისად, ასევე, თავად მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნის შემთხვევაში, ჯანდაცვის სამინისტროს შეუძლია, კონსილიუმის ფორმატში ექსპერტების მობილიზება და საკითხის შესწავლა პაციენტის უფლებებისა და კანონის ჩარჩოების დაცვით", - თქვა თამარ გაბუნიამ.

მისი თქმით, მუშაობას პენიტენციური სამსახურის ჯანდაცვის დეპარტამენტის მითითების შესაბამისად გააგრძელებენ. იუსტიციის სამინისტროს კი ექსპერტების ჩამონათვალს მიაწვდიან. 

"მიხიელ სააკაშვილთან ჯგუფის შეხვედრისა და ექსპერტების საქმიანობის დეტალები შეთანხმებული იქნება და განისაზღვრება პენიტენციური სამსახურის ჯანდაცვის დეპარტამენტის მოთხოვნის შესაბამისად. როგორც კი, იუსტიციის მინისტრისგან მითითებას მივიღებთ, ამის შესაბამისად ვიმოქმედებთ", - თქვა მან. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system