თავში

სააკაშვილის მოსანახულებლად კონსილიუმის წევრები იმყოფებიან

სააკაშვილის მოსანახულებლად კონსილიუმის წევრები იმყოფებიან
სააკაშვილის მოსანახულებლად კონსილიუმის წევრები იმყოფებიან

გორის სამხედრო ჰოსპიტალში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მოსანახულებლად ცენტრ "ემპათიას" კონსილიუმის წევრები მივიდნენ. 

"ემპათიას" ხელმძღვანელის, მარიამ ჯიშკარიანის თქმით, ისინი მიხეილ სააკაშვილსა და ჰოსპიტალის ექიმებს "ემპათიას" დასკვნას გააცნობენ.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით "ემპათიამ" დასკვნა 18 დეკემბერს გაასაჯაროვა.

შეგახსენებთ, 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი გორის სამხედრო ჰოსპიტალში 20 ნოემბერს გადაიყვანეს.

მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system