თავში

"სააკაშვილს ახალი დიაგნოზი დაუსვეს" - ომბუდსმენის წარმომადგენელი

"სააკაშვილს ახალი დიაგნოზი დაუსვეს" - ომბუდსმენის წარმომადგენელი
სააკაშვილს ახალი დიაგნოზი დაუსვეს - ომბუდსმენის წარმომადგენელი

სახალხო დამცველის წარმომადგენელმა საბა ბრაჭველმა საქართველოს მესამე პრეზიდენტი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოინახულა.

მისი ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს 27 დეკემბერს ახალი დიაგნოზი დაუსვეს, რომლის შესახებაც ამ ეტაპზე არ ისაუბრებს.

"როგორც გავიგეთ, 27 დეკემბერს არის დასმული ახალი დიაგნოზი, რომელსაც ამ ეტაპისთვის არ გავახმაურებთ. თავად პაციენტი ამბობს, რომ მას ჰქონდა სამი ჰიპერტონიული კრიზი. ამჟამად ის თავს კვლავ არ გრძნობს კარგად და ითხოვს დამატებით სპეციალისტებთან შეხვედრას, მათ შორის, ნევროლოგთან, თუმცა, მკურნალი ნევროლოგი ამბობს, რომ დინამიკა ამ მომენტისთვის არის დადებითი. სამწუხაროდ, დღეს არ მოგვეცა სამედიცინო დოკუმენტაციის გაცნობის შესაძლებლობა იმ მიზეზით, რომ 6 საათის შემდეგ ფორმა 100-ის ნახვა შეუძლებელი იყო. ამის გათვალსიწინებით, მნიშვნელოვანი იყო გუშინ ჩემთან მყოფი ნევროლოგი შესულიყო, რაც არ მოხერხდა.

ამ მომენტისთვის, მიხეილ სააკაშვილის ახალი მკურნალი ექიმი არ არის დანიშნული. როგორც განგვიმარტეს, ამ დროისთვის, სხვადასხვა პროფილის ექიმები ერთობლივად იღებენ გადაწყვეტილებას მკურნალობის სტრატეგიის დაგეგმვასთან დაკავშირებით", - განაცხადა ბრაჭველმა.

ცნობისთვის, ნინო გოგორიშვილმა განაცხადა, რომ ის სააკაშვილის მკურნალი ექიმი ვეღარ იქნება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system