თავში

საახალწლო პიროტექნიკით 6 ადამიანი დაშავდა - ქაშიბაძე

საახალწლო პიროტექნიკით 6 ადამიანი დაშავდა - ქაშიბაძე

საახალწლო პიროტექნიკის გამოყენების შედეგად, გუშინ ღამით 6 ადამიანი დაშავდა, - ამის შესახებ დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ Report.ge-ს განუცხადა.

ქაშიბაძის თქმით, დაშავებული პაციენტებიდან, 4 მცირეწლოვანი ბავშვი, 2 კი მოზარდი იყო. 

"კლინიკაში ღამით 4 დაშავებული პაციენტი შემოიყვანეს, გუშინ დაზიანებული 2 პაციენტი კი დღეს დილით შივიღეთ. ჯამში, პიროტექნიკის გამოყენების შედეგად დაშავებული სულ 6 პაციენტი შემოვიდა კკლინიკაში. მათ ამბულატორიული სერვისი მიიღეს. ამ პაციენტებიდან 4 მცირეწლოვანი ბავშვი იყო, 2 კი მოზარდი. პაციენტებს მარჯვენა მტევნისა და სახის დაზიანებები აღენიშნებოდათ. საბედნიეროდ არცერთ მათგანს მძიმე დაზიანებები არ ჰქონდა და ისინი უკვე გაეწერნენ კლინიკიდან", - განუცხადა Report.ge-ს  გუგა ქაშიბაძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system