თავში

საახალწლოდ ისევ პიკი გვექნება, თუ ხელაღებით გაიხსნება ყველაფერი - გამყრელიძე

საახალწლოდ ისევ პიკი გვექნება, თუ ხელაღებით გაიხსნება ყველაფერი - გამყრელიძე
საახალწლოდ ისევ პიკი გვექნება, თუ ხელაღებით გაიხსნება ყველაფერი - გამყრელიძე

„ხელაღებით რომ გაიხსნას ყველაფერი, ანალიზის გარეშე და რაც „შავ პარასკევს“ მოხდა, მსგავსი რამ განვითარდეს, საახალწლოდ კიდევ პიკი გვექნება“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

„უნდა დავაკვირდეთ ეპიდსიტუაციას, როგორი გვექნება მომავალი კვირა, შემდეგ კიდევ ერთი კვირა, უნდა გავაანალიზოთ. ამის მიხედვით უნდა მიიღოს საკოორდინაციო საბჭომ ბალანსირებული გადაწყვეტილება. უნდა ვიყოთ საკმაოდ ფრთხილად, თუ გავხსნით, და ვფიქრობ რომ უნდა გაიხსნას, ყველა ღონისძიება მკაცრად უნდა იყოს დაცული.

ისე, ხელაღებით რომ გაიხსნას ყველაფერი, ანალიზის გარეშე და ის რაც „შავ პარასკევს“ მოხდა, მსგავსი განვითარდეს, საახალწლოდ კიდევ პიკი გვექნება. ამიტომ, თუ ორ კვირაში რამეს მივაღწევთ და სტაბილიზაციის ნიშნები ჩანს, წყალში არ უნდა გადავყაროთ. უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system