თავში

საავადმყოფოები გადავსებულია, დელტა მძიმედ მიმდინარეობს - მაია ზალდასტანიშვილი

საავადმყოფოები გადავსებულია, დელტა მძიმედ მიმდინარეობს - მაია ზალდასტანიშვილი
საავადმყოფოები გადავსებულია, დელტა მძიმედ მიმდინარეობს - მაია ზალდასტანიშვილი

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის მიმღები განყოფილების გამგე მაია ზალდასტანიშვილის განცხადებით, კლინიკები კოვიდპაციენტებით გადავსებულია.

"სულ ვართ პაციენტების მიღება-გაწერის რეჟიმში. მომართვიანობა ძალიან მაღალია. მინდა გითხრათ, რომ საავადმყოფოები გადავსებულია.

ეს შტამი ევროპულს იმით ჰგავს, რომ ადვილად გადამდებია, მაგრამ დელტა შტამი შედარებით მძიმედ მიმდინარეობს. მის სამიზნეს არამარტო ხანდაზმულები, არამედ სამწუხაროდ ახალგაზრდებიც წარმოადგენს, ამიტომ უნდა მოვერიდოთ და თავი ავარიდოთ, რამდენადაც ეს შესაძლებელია. როგორც ყველგან, ჩვენთანაც ფიქსირდება სიკვდილიანობა. სამწუხაროდ ახალი პრეპარატი ან რაიმე მეთოდი სამკურნალოდ ჯერ ისევ არ გვაქვს, ისეთ პრეპარატი, რომელიც მკურნალობაში ჩაერთვებოდა, ჯერ არ გვაქვს"- აღნიშნა მაია ზალდასტანიშვილმა.

ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებელი საგრძნობლად იმატებს. ბოლო 24 საათში 38 ადამიანი გარდაიცვალა, 3670 კი დაინფიცირდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system