თავში

საავადმყოფოში გადაყვანის საჭიროება არ არსებობს - ნიკოლოზ ყიფშიძე

საავადმყოფოში გადაყვანის საჭიროება არ არსებობს - ნიკოლოზ ყიფშიძე
საავადმყოფოში გადაყვანის საჭიროება არ არსებობს - ნიკოლოზ ყიფშიძე

მიხეილ სააკაშვილი თავის მკურნალ ექიმს შეხვდა. მისი თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა თანხმობა განაცხადა ექიმების კონსილიუმზე და წამლების მიღებაზე. ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, მდგომარეობა მეტწილად გაუმჯობესებულია პრეზიდენტის ორგანიზმი ამ დროისთვის მდგრადობას ინარჩუნებს.

"მოხარული ვარ, 4-5 დღე ველოდებოდი ამ დღეს, როგორც იქნა შევედი და ვნახე. ძალიან საინტერესო იყო, რომ ბოლოჯერ რომ ვნახე, ახლა უფრო უარესს მოველოდი. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეტყობა ძაან მაგარი ორგანიზმი აქვს, ასე რომ გადააჭარბა მოლოდინს... პრეზიდენტი თანახმაა კონსილიუმზე, თანახმაა ტესტებზე, თანახმაა წამლებზე. წყალს და ჩაის სვამს. რასაც ველოდებოდი ცუდს, ისეთი მდგომარეობა არ არის. განწყობა ძაან მხნე, ძაან გაუხარდა გუშინდელი აქცია, მაგაზე მელაპარაკებოდა კაი ხანს... საავადმყოფოში გადაყვანის საჭიროება ჯერჯერობით არ არის, თუმცა საუბედუროდ დადგება ეს მომენტი", - განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system