თავში

საავტომობილო გზები სადაც დღეს მოძრაობა შეიზღუდება

საავტომობილო გზები სადაც დღეს მოძრაობა შეიზღუდება
საავტომობილო გზები სადაც დღეს მოძრაობა შეიზღუდება

22 ივნისს ხაშური - ახალციხე - ვალეს და ბორჯომი - ბაკურიანი - ახალქალაქის საავტომობილო გზის ცალკეულ მონაკვეთებზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ Report.ge-ს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს. 

მიზეზად დაგეგმილი სამუშაოები სახელდება.  საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ11-კმ25, კმ34-კმ40 და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქის საავტომობილო გზის კმ21-კმ25 მონაკვეთებზე, ფერდობებიდან ლოდების მეკლდეურების მეშვეობით ჩამოიწმინდება. 

სამუშაოთა წარმოების პროცესში, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, აღნიშნულ მონაკვეთებზე დღის განმავლობაში, საჭიროა ავტოტრანსპორტის მოძრაობის ჩაკეტვა 20 წუთიანი ინტერვალებით.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის ან/და შსს-ს შესაბამისი რეგიონალური ქვედანაყოფის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

ავტოტრანსპორტის მოძრაობის ჩაკეტვა განხორციელდება თანდართული დროებითი მოძრაობის ორგანიზაციის სქემის შესაბამისად.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system