თავში

"საბას" ჟიურიმ “საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები დაასახელა

"საბას" ჟიურიმ “საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები დაასახელა
საბას ჟიურიმ “საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები დაასახელა

"საბას" ჟიურიმ “საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები დაასახელა. 112 საკონკურსო წიგნიდან 9 ფინალისტი გამოვლინდა, საიდანაც გამარჯვებული ერთი ავტორი გახდება. ფინალისტების სია ასე გამოიყურება.

1. ლევან ბერძენიშვილი, ესქილეს „ორესტეა“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა) 

2. ლელა დუმბაძე, ვირჯინია ვულფის „ორლანდო“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა) 

3. მაია ფანჯიკიძე, მაქს ფრიშის „შტილერი“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა) 

4. გურამ ღონღაძე, იენ მაკიუენის „ქვიან სანაპიროზე“(ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა) 

5. ზაზა ჭილაძე, უილიამ ფოლკნერის „ველური პალმები“ (არტანუჯი) 

6. დავით ახალაძე, ჯონათან საფრან ფოერის „უსაშველოდ ხმამაღლა და წარმოუდგენლად ახლოს (დიოგენე) 

7. მაია ბადრიძე, ფრიდრიხ დიურენმატის „მინოტავრი, დავალება“, (დიოგენე) 

8. თამარ ჯაფარიძე, კაზუო იშიგუროს „დღის მიწურულს“ (პალიტრა L) 

9. ნანა ტონია, ევრიპიდეს „ჰეკაბე“ (ლოგოსი)

ფინალისტების სია უკვე ცნობილია დანარჩენ 6 ნომინაციაშიც. წელს „საბა“ არ გაიცემა „საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკის“ ნომინაციაში, ვინაიდან ჟიურიმ ვერ გამოავლინა ფინალისტები, ხოლო „ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“ – გამარჯვებული, ტრადიციულად, დაჯილდოების ცერემონიაზე გახდება ცნობილი. წლევანდელი დაჯილდოების ცერემონია თბილისში, დეკემბრის დასაწყისში გაიმართება.  

ყოველწლიური ლიტერატურული კონკურსი „საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. წელს „საბას“ კონკურსი მეჩვიდმეტედ ტარდება. 2019 წელს საუკეთესო წიგნებსა და ავტორებს ჟიური 8 ნომინაციაში გამოავლენს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system