თავში

საბედნიეროდ, გამოჩნდა პრობლემის გადაწყვეტის გზა - ივანე ჩხაიძე

საბედნიეროდ, გამოჩნდა პრობლემის გადაწყვეტის გზა - ივანე ჩხაიძე
საბედნიეროდ, გამოჩნდა პრობლემის გადაწყვეტის გზა - ივანე ჩხაიძე

„ვაქცინაციის ტემპის მნიშვნელოვნად შემცირება ჩვენთვის ძალიან სერიოზული სიგნალი და შეშფოთების სერიოზული საფუძველია“, - ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, თუ საქართველოში ვაქცინაციის ტემპის არსებულ მაჩვენებელზე გაჩერდება, ქვეყანა დიდი რისკის ქვეშ დადგება. მისი თქმით, აუცილებელია, წლის ბოლომდე მოზრდილი მოსახლეობის 60%-ის ორჯერადად აცრა.

„შემცირებული ტემპის უკან არც ვაქცინების დეფიციტი დგას და არც ვაქცინაციის ხელმისაწვდომობის პრობლემა. ამის უკან დგას ჩვენი თანამოქალაქეების დამოკიდებულება ზოგადად, კორონავირუსის პანდემიის მიმართ. ვაქცინაცია ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია იმ სერიოზული პრობლემის მოსაგვარებლად, რომელიც მსოფლიოს წინაშე დგას. საბედნიეროდ, გამოჩნდა პრობლემის გადაწყვეტის გზა და ეს არის ვაქცინაცია“, - აღნიშნავს ივანე ჩხაიძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system