თავში

საბერძნეთში საქართველოს საელჩო ინფორმაციას ავრცელებს

საბერძნეთში საქართველოს საელჩო ინფორმაციას ავრცელებს
საბერძნეთში საქართველოს საელჩო ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს საელჩო საბერძნეთში, სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს:

"საბერძნეთში მყოფი ჩვენი ახალგაზრდა თანამემამულეების საყურადღებოდ!

საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულმა ინფორმაციამ, რომელიც ეხებოდა ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციასთან (European Public Law Organization, / EPLO) არსებულ კერძო უნივერსიტეტში - ევროპული სამართლისა და მმართველობის სკოლაში (European Law and Governance School / ELGS) - ბაკალავრიატსა და მაგისტრატურაში უფასოდ სწავლის შესაძლებლობას, ბევრი დააინტერესა. გაცნობებთ, რომ იწყება საბუთების მიღება და რეგისტრაციის პროცესი 2022 წლის მაისამდე გასტანს.შეგახსენებთ:ა. საბუთების შეტანა შეუძლიათ საბერძნეთში მყოფ ჩვენს ახალგაზრდა თანამემამულეებს;

ბ. უნივერსიტეტში ფუნქციონირებს ევროპული სამართლისა და ევროპული მმართველობის ფაკულტეტები;

გ. ბაკალავრიატში სწავლის ხანგრძლივობა სამი წელია, ხოლო მაგისტრატურაში - ერთი წელი და 3 თვე;

დ. სწავლება ინგლისურ ენაზეა;

ე. სწავლის პროცესი ჰიბრიდულია და მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ, ისწავლონ როგორც ფიზიკური დასწრებით, ისე დისტანციურად;

ვ. უნივერსიტეტის მიერ გაცემული დიპლომი საბერძნეთის სახელმწიფო უნივერსიტეტების დიპლომების ექვივალენტურია.

ზ. გარკვეული რაოდენობის მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ, იცხოვრონ უნივერსიტეტის კამპუსში;

წარმოგიდგენთ იმ დოკუმენტების ჩამონათვალს, რომლებიც უნდა გააგზავნოთ აღნიშნულ უნივერსიტეტში (https://www.elgs.eu/), სადაც ადმინისტრაციის მიერ, წარდგენილი საბუთების სელექციის შედეგად, გამოვლინდებიან ELGS-ის სტიპენდიანტები. ბაკალავრიატში:

1. პასპორტის ასლი

2. ავტობიოგრაფია

3. სკოლის ატესტატი

4. ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (იმ შემთხვევაში, თუ არ გაქვთ არანაირი სერტიფიკატი, უნდა მიუთითოთ, რომ კარგად ფლობთ ინგლისურ ენას და მზად ხართ გასაუბრებისთვის).

მაგისტრატურაში:

1. პასპორტის ასლი

2. ავტობიოგრაფია

3. ბაკალავრის დიპლომი

4. ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (იმ შემთხვევაში, თუ არ გაქვთ არანაირი სერტიფიკატი, უნდა მიუთითოთ, რომ კარგად ფლობთ ინგლისურ ენას და მზად ხართ გასაუბრებისთვის).

აღნიშნული დოკუმენტები უნდა გაიგზავნოს ინგლისურ ენაზე. მათი აპოსტილით დამოწმება არ არის სავალდებულო.საბუთები იგზავნება შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე:[email protected]

CC: [email protected]

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ უნივერსიტეტის აკადემიური საკითხების კურატორს, ქ-ნ ირო სკაპას: პოლიღნოტუს ქ. N 2-4, პლაკა, ათენი, ტელ.: +30 211 3110691, [email protected]

ასევე საქართველოს საელჩოს პირველ მდივანს, ქ-ნ ანი უძილაურს: [email protected]", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system