თავში

საბერძნეთმა საქართველოს საზღვარი გაუხსნა - რა პროცედურებია საჭირო გასამგზავრებლად

საბერძნეთმა საქართველოს საზღვარი გაუხსნა - რა პროცედურებია საჭირო გასამგზავრებლად
საბერძნეთმა საქართველოს საზღვარი გაუხსნა - რა პროცედურებია საჭირო გასამგზავრებლად

საბერძნეთმა საქართველოს საზღვრები გაუხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას Schengenvisa.info ავრცელებს.

საქართველოს გარდა სიაში მოხვდა ის 13 ქვეყანაც, რომელთაცრეკომენდაცია ევროკავშირის საბჭომ გაუწია, ესენია: ალჟირი, ავსტრალია, კანადა, იაპონია, მონტენეგრო, მაროკო, ახალი ზელანდია, რუანდა, სამხრეთ კორეა, ტაილანდი, ტუნისი, ურუგვაი და ჩინეთი.

შეგახსენებთ, რომ 30 ივნისს ევროკავშირის საბჭომ ოფიციალურად დაამტკიცა იმ ქვეყნების სია, რომელთა მოქალაქეებსაც ევროკავშირის ტერიტორიაზე პირველი ივლისიდან შესვლა შეუძლიათ. ამ სიაში საქართველოც მოხვდა.

საბერძნეთში გამგზავრების მსურველებს ინტერნეტით სპეციალური ანკეტის შევსება მოუწევთ.

ადგილობრივი მედიის ცნობით, სპეციალურ ანკეტაში აუცილებელი იქნება მგზავრის ადგილმდებარეობის მითითება, ასევე იმ ქვეყნების ჩამოთვალა, სადაც ის ბოლო პერიოდში იმყოფებოდა. ანკეტაში ასევე, აუცილებელია იმ მისამართის მითითება, სადაც მგზავრები საბერძნეთში დასვენების დროს დარჩებიან.

აღსანიშნავია, რომ ანკეტა გამგზავრებამდე 48 საათით ადრე უნდა იყოს შევსებული.

დამატებითი ინფორმაციის მიღება საბერძნეთში გამგზავრების მსურველებს შემდეგ მისამართზე შეუძლიათ –https://travel.gov.gr.

ცნობისთვის, საბერძნეთმა 15 ივნისიდან განაახლა ფრენები ათენისა და სალონიკის აეროპორტებში. პირველი ივლისიდან სხვა აეროპორტებიც ამოქმედდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system