თავში

საბურთალოს კლასტერთან კავშირში მყოფი ინფიცირებული მცხეთაში გადაიყვანეს

საბურთალოს კლასტერთან კავშირში მყოფი ინფიცირებული მცხეთაში გადაიყვანეს
საბურთალოს კლასტერთან კავშირში მყოფი ინფიცირებული მცხეთაში გადაიყვანეს

კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 1 ახალი შემთხვევა დადასტურდა თბილისის ზღვის კლინიკაში. 

პაციენტი თბილისის ზღვის კლინიკიდან მცხეთის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.

ინფიცირებული პაციენტი სავარაუდოდ, ე.წ. "საბურთალოს კლასტერს" განეკუთვნება.

როგორც კლინიკაში აცხადებენ, ლაბორატორიაში 28 პაციენტის ანალიზის პასუხი გაიგზავნა, აქედან დადასტურებული შემთხვევა არის ერთი.

"პაციენტი გადაყვანილია მცხეთის პირველ სამედიცინი ცენტრში. შემთხვევა სავარაუდოდ, "საბურთალოს კლასტერს" უკავშირდება", - აცხადებენ კლინიკაში.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 800 შემთხვევაა დადასტურებული.

ასევე, განიკურნა კიდევ 6 პაციენტი და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა სულ 640-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ახალი კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 13 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 2424 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 304.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system