თავში

საბურთალოს რაიონის ნაწილს წყალი არ მიეწოდება

საბურთალოს რაიონის ნაწილს წყალი არ მიეწოდება
საბურთალოს რაიონის ნაწილს წყალი არ მიეწოდება

თბილისში საბურთალოს რაიონის რამდენიმე ათეულ ქუჩასა და დასახლებას წყალი არ მიეწოდება. შეზღუდვების არეალში მოხვდა რამდენიმე კლინიკაც. ამის შესახებ ინფორმაცია GWP-მ გაავრცელა. 

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ცნობით შეზღუდვის მიზეზი ვაშლიჯვარის დასახლებაში, #9 კორპუსთან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოებია.

მოციქულთასწორი ნინოს ქუჩაზე წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოები 1-ელ იანვარს 22:30 საათზე დაიწყო და დღეს 12:00 საათზე უნდა დასრულებულიყო. სამუშაოებმა 18:00 საათამდე გადაიწია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system