თავში

საბურთალოზე საგზაო სამუშაოებისთვის 2 388 774 ლარი დაიხარჯა

​საბურთალოზე საგზაო სამუშაოებისთვის 2 388 774 ლარი დაიხარჯა
საბურთალოზე საგზაო სამუშაოებისთვის 2 388 774 ლარი დაიხარჯა

საბურთალოს რაიონში საგზაო სამუშაოები 21 მისამართზე განხორციელდა.

ექვსი თვის განმავლობაში, საგზაო ინფრასტრუქტურა 40 136 კვ.მ ფართობზე კეთილმოეწყო. შესაბამისი სამუშაოები ქუჩებზე, ჩიხებსა და ეზოებში განხორციელდა. სოფელ დიღომში, გიორგი ბრწყინვალეს ქუჩაზე, 11 320 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო. აგრეთვე, მოწესრიგდა დგებუაძის, ჭიათურის, აბულაძის, ხელაძის, ყურაშვილის მეორე ჩიხი, სამაჩაბლოს და ტაშკენტის ქუჩის ნაწილი, ისაკაძის კვეთიდან დავითაშვილის ქუჩამდე. ეზოები კეთილმოეწყო შემდეგ მისამართებზე: კარტოზიას ქუჩა N1, N3, N5 და N7, პეტრე იბერის ქუჩა N4, კოსტავას ქუჩა 75, იოსებიძის ქუჩა N60, დავით აღმაშენებლის ქუჩა N64 და სხვა. 

საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 2 388 774 ლარი დაიხარჯა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system