თავში

საჭადრაკო ბლიც-თამაში "ყველა ქალი ჩემპიონია"

საჭადრაკო ბლიც-თამაში "ყველა ქალი ჩემპიონია"
საჭადრაკო ბლიც-თამაში ყველა ქალი ჩემპიონია

კრისტალის საჭადრაკო ბლიც-თამაში 21 ოქტომბერს, ფონდი კრისტალისა და ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია “კრისტალის” ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ინიციატივის ფარგლებში საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის მხარდაჭერით გაიმართა.
კრისტალის საჭადრაკო ბლიც-თამაში „ყველა ქალი ჩემპიონია!“ ფართომასშტაბიანი კამპანიის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს ქართველი ქალების სამეწარმეო პოტენციალის გაძლიერებას. ღონისძიების სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ეთამაშათ ბლიც-ჭადრაკი მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდებთან ნონა გაფრინდაშვილთან, მაია ჩიბურდანიძესთან და საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების წარმომადგენლებთან.
ბლიც-თამაშში მონაწილეობას ტექნოლოგიური კომპანია SAP-ის საერთაშორისო ექსპერტები ღებულობდნენ, რომლებიც საქართველოში საკონსულტაციო მისიით იმყოფებიან და ხელს უწყობენ ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაზე ორიენტირებული სტრატეგიისა და პროდუქტის შემუშავებას.
ღონისძიებაზე მოხდა აღნიშნული პროდუქტის პრეზენტაცია, რომელიც შეიქმნა სპეციალურად კრისტალის ქალი მომხმარებლებისთვის.
ფონდი კრისტალი წარმოადგენს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც ახორციელებს სამოქალაქო ინიციატივებს, მათ შორის პროგრამა YES-Georgia-ს, რომლის ფარგლებშიც სულ მალე დაიწყება ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ახალი კომპონენტი პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციასთან არსებული ქალთა გლობალური განვითარებისა და კეთილდღეობის (W-GDPI) ინიციატივის მხარდაჭერით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system