თავში

საჭესთან მობილურით სარგებლობაზე შესაძლოა, სანქციები გამკაცრდეს

საჭესთან მობილურით სარგებლობაზე შესაძლოა, სანქციები გამკაცრდეს
საჭესთან მობილურით სარგებლობაზე შესაძლოა, სანქციები გამკაცრდეს

ტრანსპორტის მართვისას მობილურით სარგებლობაზე შესაძლოა, სანქციები გამკაცრდეს. 

კერძოდ, შსს-ს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მიხედვით სატრანსპორტო საშუალების მართვისას მძღოლის მიერ მობილური კომუნიკაციით სარგებლობაზე ჯარიმა ორმაგდება და არსებული 30 ლარის ნაცვლად 60 ლარი იქნება. ამავე დარღვევაზე, ფულად ჯარიმასთან ერთად მძღოლს მართვის მოწმობაზე 15 ქულაც დააკლდება. 

შეგახსენებთ, რომ ამავე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მიხედვით, დაგეგმილია სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმის გაორმაგებაც. თუკი მძღოლი სიჩქარეს გადააჭარბებს, გაზრდილ ჯარიმასთან ერთად, ავტომანქანის მფლობელს მართვის მოწმობაზე შესაბამისი ქულებიც დააკლდება. 

ჯარიმები იზრდება და სანქიცა მკაცრდება ალკოჰოლური თრობის ქვეშ ავტომანქანის მართვაზეც.  სიმთვრალეზე მეორედ დაჯარიმებისას კი 15 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შემოდის. სიმთვრალეზე ჯარიმების განსაზღვრა სისხლში ალკოჰოლის რაოდენობის შესაბამისად მოხდება - რაც უფრო ნაკლები იქნება სისხლში ალკოჰოლის შემცველობა, ჯარიმაც ნაკლები იქნება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system